თბილისის მთავრობის სხდომა

თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომა თბილისში მომხდარი ვანდალიზმის ფაქტებით დაიწყო. მისი თქმით, ვარკეთილში მდებარე პარკში მაჰათმა განდის ძეგლი დააზიანეს, რაც სამწუხარო ფაქტია. კალაძის განცხადებით, ვანდალიზმს ძირითადად მოზარდები სჩადიან, ადგილზე მყოფი უფროსები კი, ამ ყველაფერს მშვიდად უყურებენ.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც თბილისის მერმა ისაუბრა, დედაქალაქის მასშტაბით 40 ოჯახისთვის ფართების ერთ ლარად დაკანონების საკითხი და წყნეთში მეწყრის გამო შექმნილი პრობლემები იყო. დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ დღეს დამტკიცდება ბრძანება, რომელიც მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებისთვის წინასაარჩევნოდ ქცევის წესებს განსაზღვრავს. ამ ბრძანების მიხედვით, საჯარო მოხელეებს, სამუშაო საათებში, რომელიმე პარტიის ღონისძიებებში მონაწილეობა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და აგიტაცია ეკრძალებათ.