თბილისის მთავრობის სამოქმედო პროგრამა 

დედაქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობა ცნობილია.

თბილისის მიერ წარდგენილი გუნდი ახალი მოწვევის საკრებულოსგან მხარდაჭერას ელის. თვითმმართველ ორგანოს თბილისის ახალი მთავრობის დამტკიცება მომდევნო კვირას მოუწევს. კახა კალაძემ დღეს საკუთარი მოადგილეები და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები წარადგინა. ვიცე-მერი და სამი მოადგილე უცვლელია, თანამდებობებზე დარჩნენ საქალაქო სამსახურების უფროსებიც. მეორე ვადით არჩეული მერი საარჩევნო პროგრამის შესრულებას ძველ გუნდთან ერთად გეგმავს.