ბრიფინგი „ევროპულ საქართველოში“

„ევროპულ საქართველოში“ თბილისის მერიასა და კომპანია „სითი პარკს“ შორის დავის შეწყვეტის საკითხს ეხმაურებიან. ირმა ნადირაშვილის განმარტებით, კახა კალაძის დაპირების მიუხედავად, „სითი პარკისთვის“ ბიუჯეტიდან თანხის გადახდა მაინც აუცილებელი გახდა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ბრიფინგზე ყურადღება ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის კიდევ ერთი დაპირება დარჩა შეუსრულებელი და ავტომობილების პარკირებისთვის გარემო არ გაუმჯობესებულა.

„ევროპული საქართველოს“ განცხადებისთვის თბილისის მერიას ჯერ არ უპასუხია. თუმცა მათ „სითი პარკთან“ დაკავშირებით, განმარტება გუშინ გაავრცელეს, სადაც ეწერა, რომ მერიასა და კომპანია „სითი პარკს“ შორის შეთანხმება შედგა. ასევე, განცხადების მიხედვით, კომპანია „სითი პარკმა“ უკან გაიხმო სასამართლოში წარდგენილი საჩივარი და საარბიტრაჟო დავაზე უარი განაცხადა.