2020 წელს თბილისში დაგეგმილი პროექტები

საზოგადოებას თბილისის მერმა 2020 წლის პრიორიტეტები გააცნო.

დედაქალაქის მთავრობა წელს განსაკუთრებულ ყურადღებას ქალაქის გამწვანებას, ახალი სკვერების გახსნას და ეკოლოგიის დაცვას დაუთმობს. გეგმაშია ვაკის პარკის კასკადის რესტავრაცია და დიღმის ჭალების პროექტის ბოლომდე მიყვანა. წლის განმავლობაში რამდენიმე ცენტრალური გზის რეაბილიტაციაც იგეგმება.