თბილისის მთავრობის სხდომა არჩევნების შემდეგ

თბილისის მერი მოადგილეებს დავალებებს აძლევს.

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ დედაქალაქის მთავრობა დღეს პირველად შეიკრიბა. მთავარი აქცენტი მომავალი წლის ბიუჯეტზე და დედაქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში წინასაარჩევნო დაპირებების ასახვაზე კეთდება. მათ შორისაა ავარიული შენობების ჩანაცვლების საკითხი, რომელზე მუშაობის დაწყებას მერია 2022 წლიდან აანონსებს. უახლოეს გეგმებს შორის სახელდება ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ამუშავება, დაუსრულებელი მშენებლობების ბოლომდე მიყვანა და უსახლკარო ოჯახების ბინებით დაკმაყოფილება.