„კოვიდ-19“-ის ნეგატიური ეფექტი შრომის ბაზარზე. სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში თებერვლის ბოლოდან დაწყებულმა პანდემიამ 100 000-ზე მეტი ოფიციალურად დასაქმებული ადამიანი შემოსავლის გარეშე დატოვა. ძირითადი წილი კერძო სექტორზე, განსაკუთრებით კი ტურიზმის სფეროში მომუშავე პერსონალზე მოდის. შესაბამისად, დასაქმების პორტალებზე მკვეთრად შემცირდა ვაკანსიების რაოდენობა. მუშახელზე მოთხოვნა შედარებით გაზრდილია ვაჭრობის, ასევე საბანკო-საფინინასო სექტორში. ამიტომ სპეციალისტები ხელისუფლებას ურჩევენ, აქცენტი ყველაზე მოთხოვნად სფეროებში კადრების გადამზადებაზე გააკეთოს.