თითქმის თვენახევრიანი პაუზის შემდეგ, სამშენებლო ბიზნესი ხვალიდან მუშაობას განაახლებს. ექვსეტაპიანი სქემიდან, მეორე ეტაპზე შეზღუდვების მოხსნა შეეხო სამშენებლო ბიზნესს, ავტოსამრეცხაოებს, ასევე ავტომომსახურების ცენტრებს. უფრო კონკრეტულად – მუშაობის უფლება აქვთ სამშენებლო მასალების მწარმოებელ კომპანიებს, სამშენებლო-საზედამხედველო ფირმებს და იმ დაწესებულებებს, რომლებიც სამშენებლო-სარემონტო საქმიანობით არიან დაკავებულები. თუმცა რეალიზაციასთან დაკავშირებული შეზღუდვა ისევ ძალაში რჩება.
ხვალიდან ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს 20 000-მდე ბიზნეს-სუბიექტი, თუმცა პერიოდულად ყველა კომპანიას შრომის ინსპექცია შეამოწმებს იმის გასარკვევად, თუ რამდენად არის დაცული კოვიდ 19-ის გავრცელების შესაჩერებლად შემუშავებული უსაფრთხოების პროტოკოლი.