საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით დიდთოვლობის და ქარბუქის გამო ამ დრომდე ავტოტრანსპორტის გადაადგილების კუთხით შეზღუდვები კობი-გუდაურის გზაზე და ასევე წალკა-ნინოწმინდის მიმართულებით მოქმედებს.
ყველა სხვა მიმართულებით გზა თავისუფალია და ყველა იმ რაიონში, სადაც უხვი ნალექი მოვიდა, გზა ინტენსიურად იწმინდება. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, დაემორჩილონ დაწესებულ შეზღუდვებს და იმოძრაონ ზამთრის საბურავებით.