საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახლადარჩეული რექტორი, დავით გურგენიძე უნივერსიტეტის პროფესორებს შეხვდა. მან საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა გასული ოთხი წლის საქმიანობის შესახებ, როდესაც ის სამშენებლო ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარე და დეკანი იყო. ასევე ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, რომლის განხორციელებასაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში რექტორის რანგში აპირებს. გურგენიძე რექტორის უფლებამოსილების აღსრულებას ორშაბათიდან შეუდგება. მან ამ თანამდებობაზე აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი შეცვალა.