„თეთრი ბაირაღების“ ჩვენება ტექნიკურ უნივერსიტეტში

18:48, 21.03.2023

ტექნიკურ უნივერსიტეტში სპექტაკლ „თეთრი ბაირაღების“ ჩვენება გაიმართა. მას საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანიც დაესწრო. სპექტაკლში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდი ნახეს“ სტუდენტი მსახიობები მონაწილეობდნენ. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი ნუგზარ ბუცხრიკიძეა.
ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდი ნახეს“ დასი უნივერსიტეტის სტუდენტებითაა დაკომპლექტებული. სპექტაკლში პირველკურსელებიც მონაწილეობდნენ.

მსგავსი