არქეოლოგიური გათხრები ვაშნარში

კულტურის მინისტრმა ვაშნარის არქეოლოგიური გათხრები მოინახულა. ექსპედიციას არქეოლოგი ვაჟა სადრაძე უძღვება და მასში ტექნიკური უნივერსიტეტის არქეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობენ. არქეოლოგებთან შეხვედრისას საუბარი შეეხო მომავალ საჭიროებებს, უკვე გათხრილი მასალის კონსერვაციისა და შენახვის საკითხებს.