პროექტი „ჩვენი ჯარი“ დასრულდა

პროექტი „ჩვენი ჯარი“ დასრულდა. 2022-23 სასწავლო წლის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, სკოლის მოსწავლეების შემდეგ, სტუდენტებთან გაცნობით-საინფორმაციო შეხვედრებს მართავდნენ. სამხედრო მოსამსახურეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტს სტუმრობდნენ და ახალგაზრდებს თავდაცვის ძალებში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს პირადად აცნობდნენ. პროექტი მომავალ სასწავლო წელს განახლდება.