სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა

გალერეა „უნივერსში“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის „მოდის დიზაინის ტექნოლოგიების“ სტუდენტების ჯგუფური გამოფენა გაიხსნა.

ექსპოზიციაზე პირველი, მეორე და მესამე კურსის სტუდენტების მიერ სხვადასხვა თემაზე და სტილით შესრულებული ნამუშევრებია წარმოდგენილი.

სტუდენტური გამოფენა 15 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.