თსუ-ს სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი სექტემბრამდე სწავლის ონლაინ რეჟიმზე დატოვების შესაძლებლობას ითხოვს. ისინი რექტორთან შეხვედრას ელოდებიან.

მანამდე, აქცია უნივერსიტეტის ეზოში გაიმართა. პროტესტის ორგანიზატორების თქმით, ათასობით სტუდენტია, ვინც ვერ ახერხებს ბინის ქირის გადახდას გაზრდილი ფასების გამო.

აქციის მონაწილეები ასევე მოითხოვენ, გასაჯაროვდეს ხარჯები და დოკუმენტურად დასაბუთდეს, რატომ არ აქვს უნივერსიტეტს ჰიბრიდული სწავლების რესურსი. უნივერსიტეტში ამბობენ, რომ მზად არიან თითოეულ სტუდენტს დაეხმარონ და შეხვედრები გამართონ.