ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უმაღლესი სასწავლებლის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სიმპოზიუმი გაიმართა. ღონისძიებაზე სტუდენტებმა, საერთაშორისო სტუდენტური ჰიმნის თანხლებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსების ისტორიული დოკუმენტები წარადგინეს.

სიმპოზიუმზე უნივერსიტეტის რექტორმა ქართველ და უცხოელ მეცნიერებს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საპატრიარქოს წარმომადგენლები, რომლებმაც უნივერსიტეტს „წმინდა გიორგის ორდენი“ გადასცეს.