მირიან კუკავას პერსონალური გამოფენა

ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლაში, ტრაგიკულად დაღუპული სტუდენტის, მირიან კუკავას პერსონალური გამოფენა მოეწყო.

ექსპოზიციაზე მისი ასეულობით ნამუშევარია წარმოდგენილი. შესრულდა მისი რჩეული მუსიკალური კომპოზიციებიც. ღონისძიება, მირიან კუკავას კურსელების მიერ იყო ორგანიზებული.