შრომის ინსპექციის სამსახურის ინსპექტორი დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებს შეხვდა. განიხილეს სამუშაო სივრცეში ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების დაცვის მინიმალური მოთხოვნების ახალი ტექნიკური რეგლამენტი. აღნიშნული ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, ძალაში პირველი ივლისიდან შევიდა, ტექნიკური რეგლამენტი მოიცავს სხვადასხვა სფეროს.
შეხვედრაში ბიზნესსექტორის 50-მდე კომპანიის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა, აუდიენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.