ირაკლი ლექვინაძე დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებს შეხვდა

ბიზნესსექტორის წარმომადგენლებსა და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს შორის შეხვედრა გაიმართა. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული შეხვედრის მონაწილეებმა სააგენტოს მხრიდან მიიღეს ინფორმაცია კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების, მიღებული შედეგებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ასევე განიხილეს მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმები, მიმდინარე ტენდენციები და გამოწვევები. შეხვედრაში, რომელსაც 50-მდე მონაწილე ესწრებოდა, წარმოდგენილი საცალო ვაჭრობის, მედიკამენტებით ვაჭრობის, წარმოებისა და ტელეკომუნიკაციის სექტორები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.