რა გავლენას ახდენს ბაზარზე ახალი საბანკო რეგულაციები. საკითხზე ბიზნესასოციაციის წევრებმა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან იმსჯელეს. კობა გვენეტაძემ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ქვეყნის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიც წარუდგინა. მხარეებმა ობლიგაციებთან და ფასიან კორპორატიულ ქაღალდებთან დაკავშირებითაც ისაუბრეს.
ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა რამდენიმე ინიციატივა დააყენეს. ერთ-ერთი საბანკო რეგულაციებში გარკვეული კორექტირების შეტანაა, რომელიც საცალო გაყიდვებსა და საცალო სესხებს შეეხება, რადგან მათი განცხადებით, ახალმა რეგულაციებმა ეს ორი საბანკო პროდუქტი ყველაზე მეტად დააზარალა. თუ რა გავლენა იქონია საბანკო რეგულაციებმა ბაზარზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ეს შეზღუდვების ამოქმედებიდან დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ გაირკვევა.