ეროვნული ბანკის საჩუქარი სახლ-მუზეუმს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი წყალტუბოს რაიონის სოფელ ჩუნეშში, ცნობილი ქართველი მწერლის, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმს ესტუმრა და ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული წიგნი-ალბომი გადასცა. გამოცემა საქართველოს სახელმწიფო ბანკის შესახებ მოგვითხრობს, რომლის დამაარსებელი და პირველი მმართველი, იასონ ლორთქიფანიძე, ნიკო ლორთქიფანიძის უფროსი ძმა იყო. იმავე ღონისძიების ფარგლებში, კობა გვენეტაძემ სოფელ ჩუნეშის საჯარო სკოლა მოინახულა, სადაც იასონ ლორთქიფანიძე სწავლობდა.