პარტია „გირჩის“ ინიციატივა

„გირჩი“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საქმიანობასთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საკუთარ ინიციატივას დღეს წარადგენს. სანდრო რაქვიაშვილის შეფასებით, კობა გვენეტაძის არასწორ და მიზანმიმართულ პოლიტიკას ქვეყანაში ორნიშნა ინფლაცია და მოქალაქეების გაღარიბება უკავშირდება.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის თქმით, „ეროვნული ბანკი“ ხელისუფლებასა და კომერციულ ბანკებთან ერთად, დანაშაულებრივად მოქმედებს. „გირჩის“ ინფორმაციით, ინიციატივას ოპოზიციონერი დეპუტატების უმრავლესობა მხარს უჭერს.

„ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ ეროვნული ბანკის ზედამხედველობისთვის პარლამენტში სხვადასხვა ფორმატი არსებობს და დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა აბსურდული გადაწყვეტილებაა.