საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიში

კავკასიაში ეკონომიკის აღდგენა სწრაფად და მდგრადად მიმდინარეობს. თუმცა ინფლაციის წნეხი მაინც მაღალია. ასეთია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიში და შეფასება. პრეზენტაციის ფარგლებში, მთავარ პრობლემად სურსათზე ფასების მატება დასახელდა, რომელიც წინა წელთან შედარებით, 40%-ით არის მომატებული. ამასთან, ფონდის მუდმივი წარმომადგენლის განცხადებით, ინფლაცია 10%-ზე ოდნავ მაღალი იქნება. მსოფლიო სავალუტო ფონდის პრეზენტაციაში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც მონაწილეობს. კობა გვენეტაძის თქმით, ეროვნული ბანკის პროგნოზით მაღალი ინფლაცია სამომავლოდ შემცირდება.