კობა გვენეტაძის საქმიანობის 7 წელი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საქმიანობის 7-წელი შეაჯამა. აქცენტი გაკეთდა გატარებულ რეფორმებზე. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრიც ესწრებოდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის კოორდინირებული და ჯანსაღი თანამშრომლობის საჭიროებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორი წლის განმავლობაში სების პრეზიდენტთან ერთად გადაიდგა სწორი და ეფექტიანი ნაბიჯები, რამაც ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გამოიწვია.

კობა გვენეტაძეს საპრეზიდენტო ვადა 2 მარტს ეწურება. სებ-ის ახალი პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭომ უნდა შეარჩიოს და დასამტკიცებლად პრეზიდენტს წარუდგინოს.