სურსათის უვნებლობის ახალი სტანდარტები

ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს სურსათის უვნებლობის ახალ სტანდარტებს აცნობენ. შეხვედრა კახეთში გაიმართა. დისკუსიის პროცესში განიხილეს როგორც სურსათის უვნებლობის ახალი სტანდარტები, ხორცისა და ხორცპროდუქტების ეტიკეტირება, აგრეთვე, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და მოთხოვნები, იმპორტის განხორციელებისას.

სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ბიზნესსექტორთან და მუდმივად აწვდის ინფორმაციას ახალი საკანონმდებლო მოთხოვნებისა და დაგეგმილი ცვლილებების შესახებ. სააგენტოში აცხადებენ, რომ ეს მიდგომა ქვეყანაში სურსათის უვნებლობის თანამედროვე სტანდარტების დანერგვასა და ბიზნესსექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას უწყობს ხელს.