შეღავათიანი აგროკრედიტის ახალი კომპონენტი

21:52, 02.12.2022

ცხრა წლის წინ ამოქმედებული შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი ფართოვდება.

სახელმწიფო ფერმერებს აგრო-დრონის შესაძენად აღებული საბანკო სესხის ნაწილის დაფარვაში დაეხმარება. საკმაოდ ძვირადღირებული უპილოტო საფრენი აპარატი სასოფლო-სამეურნეო ნათესების და ნარგავების შესაწამლად გამოიყენება. თანამედროვე აპარატები სამუშაო დროის შემცირებასთან ერთად მოსავალს სხვადასხვა დაზიანებისგან იცავს და მაღალხარისხიანი პროდუქციის მიღებას უზრუნველყოფს.

მსგავსი