სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა

სიახლეა ფერმერებისთვის. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობა იზრდება.

ტრაქტორების შესაძენად ახალი საგრანტო პროგრამა ამოქმედდება. სახელმწიფო მოსავლის ასაღებ ტექნიკაზე 30-50 %-ის ფარგლებში თანადაფინანსებას უზრუნველყოფს. ბენეფიციარების განაცხადების მიღება ხვალიდან დაიწყება. მაისიდან კი პროგრამა პირველად ამოქმედდება მაღალმთიანი სოფლებისთვის.