ემუქრება თუ არა ქვეყანას ხორბლის დეფიციტი – ბოლო პერიოდში გავრცელებული არაოფიციალური ცნობების პასუხად მთავრობას და მწარმოებლებს განმარტებების გაკეთება უწევთ.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო მარცვლეულის საკმარის მარაგებზე საუბრობს. ამ დროისთვის ქვეყნის მთავარი მომწოდებელი რუსეთია, თუმცა იმპორტის შეფერხების შემთხვევაში მწარმოებლები ალტერნატიული ბაზრებიდან ხორბლის შემოტანის პრობლემას გამორიცხავენ. შესაძლო რისკებს ფერმერები ადგილობრივი მარაგებითაც აზღვევენ და ქვეყანაში ხორბლის წარმოების მაჩვენებლის ზრდაზე მიუთითებენ.
მარიამ აფციაური არკვევდა, მოსალოდნელია თუ არა პურის ფასის ზრდა.