ცვლილებები აგროდაზღვევის პროგრამაში

აგროდაზღვევის განახლებული პროგრამა ძალაშია.

ფერმერებს პოლისების შეძენა უკვე შეუძლიათ. ახალ პაკეტებში პირობები გაუმჯობესებულია კერძოდ, შემცირებულია ზარალის დათვლის და ანაზღაურებისთვის საჭირო დრო. სიახლეა ისიც, რომ დაზღვევის ფართობების მოცულობა გაიზარდა. ბოლო წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ, სტიქიის სიხშირის და მიღებული დიდი ზარალის მიუხედავად, აგროდაზღვევის პროგრამაზე მიმართვის მაჩვენებელი დაბალია. მიზეზად ინფორმაციის ნაკლებობა და ნდობის სიმცირე სახელდება. ფერმერთა ასოციაცია საინფორმაციო კამპანიის გაძლიერებას ითხოვს.