„ყველის ფესტივალი“ ახმეტაში

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდში „ყველის ფესტივალი“ გაიმართა. ფესტივალზე თუშეთიდან, პანკისიდან, ზემო სვანეთიდან, მესხეთიდან და ქართლიდან ჩასულმა ყველის მწარმოებლებმა უძველესი ტრადიციული მეთოდით დამზადებული სხვადასხვა სახეობის ყველი წარადგინეს.

ორგანიზატორების განმარტებით, ღონისძიების მიზანი ეკოლოგიურად სუფთა და უვნებელი სასოფლო სამეურნეო პრაქტიკის პოპულარიზაცია, ფერმერების ერთმანეთთან დაკავშირება და თანამშრომლობის გაძლიერებაა.