აგროდაზღვევის პროექტში ჩართულ ფერმერებს ზარალი აუნაზღაურდებათ

12:27, 02.07.2023

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებს სეტყვით მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ. ერთ-ერთი ასეთი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის მკვიდრია. ალექსანდრე მოსულიშვილს ძლიერმა სეტყვამ ყურძნის მოსავლის 70% გაუნადგურდა. მევენახე ფერმერი სახელმწიფო აგროდაზღვევის ბენეფიციარია და მას ზარალი, 26,500 ლარი სადაზღვეო კომპანია „ალდაგისგან“ აუნაზღაურდება. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამა ისეთ სადაზღვევო რისკებს ფარავს როგორიცაა – სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა.

მსგავსი