ვაკის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა მოძრაობის „ნუ მომკლავ“ დამფუძნებელი შალვა კუჭაშვილი. მისი განმარტებით, გამომძიებელს მან ტელეფონში არსებული მუქარის შემცველი აუდიომასალა გადასცა, რომელიც ელისო კილაძის შვილისგან მიიღო.
არასრულწლოვანი მისი უსაფრთხო გადაადგილების გარანტიებს ითხოვს და მოუწოდებს სახალხო დამცველს და ბავშვთა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე სოფიო კილაძეს, დაინტერესდნენ არასრულწლოვანზე განხორციელებული მუქარის ფაქტით.
კუჭაშვილი გამოკითხვაზე გუშინაც იმყოფებოდა.