ელისო კილაძის შვილი - ჩემი დედა, ჩემი ოჯახი არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, არავის ჩემი ოჯახის შეურაცხყოფას არ გავუტარებ
ელისო კილაძის შვილი - ჩემი დედა, ჩემი ოჯახი არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, არავის ჩემი ოჯახის შეურაცხყოფას არ გავუტარებ

შალვა კუჭაშვილმა აქციაზე გააკეთა ძალიან პროვოკაციული განცხადება, დაახლოებით 500 ადამიანი იყო იმ აქციაზე და დაიწყო დედაჩემის აუგად მოხსენიება, რასაც მე რა თქმა უნდა, არავის არ გავუტარებ, ჩემი ოჯახი არის ჩემთვის ყველაზე მთავარი, – ამის შესახებ ჟურნალის ელისო კილაძის შვილმა, დავით ხარშილაძემ პირველ არხს განუცხადა.

როგორც დავით ხარშილაძემ აღნიშნა, მოძრაობის „ნუ მომკლავ“ დამფუძნებელი შალვა კუჭაშვილი თავდაპირველად აქციაზე იდგა და შემდეგ აღმოჩნდა სუს-ის გადაბირებული პროვოკატორი.

დავით ხარშილაძემ შალვა კუჭაშვილთან მიმოწერა დაადასტურა და აღნიშნა, რომ თავის სამართლებელი არაფერი აქვს.

„დღეს შალვა კუჭაშვილმა გააკეთა ძალიან პროვოკაციული განცხადება აქციაზე, დაახლოებით 500 ადამიანი იყო იმ აქციაზე და დაიწყო დედაჩემის აუგად მოხსენიება, რასაც მე რა თქმა უნდა, არავის არ გავუტარებ, ჩემი ოჯახი არის ჩემთვის ყველაზე მთავარი. საკადრისი პასუხი გავეცი მესენჯერში, თან მივწერე ისიც, რომ რატომ აკეთებ ამას, შენ ვინმე ხომ არ გაშანტაჟებს, პრობლემა თუ გაქვს მოდი ჩემამდე-თქო და თუ ეს ასე არ არის, მაშინ ეს არის უდიდესი პროვოკაცია-თქო. მაქვს ორი განაჩენი, სადაც მკაფიოდ არის დადასტურებული, რომ მე ვარ უდანაშაულო. შეგიძლიათ, გადასცეთ ეს განაჩენი და კეთილი ინებოს და რაშიც დამადანაშაულა, ან ბოდიში მოიხადოს, ან ჩემი ოჯახი ღირსებისა და პატივის შელახვის გამო დავას გააგრძელებს. მიმოწერას ვადასტურებ, ვოისებს ვადასტურებ, არაფერი თავის სამართლებელი არ მაქვს. ჩემი დედა და ჩემი ოჯახი არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, არავის ჩემი ოჯახის შეურაცხყოფას არ გავუტარებ“, – განაცხადა დავით ხარშილაძემ.

მოძრაობის „ნუ მომკლავ“ დამფუძნებელმა, შალვა კუჭაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ელისო კილაძის შვილი ხმოვან შეტყობინებებს უგზავნის და ემუქრება.