შალვა კუჭაშვილი, რომელმაც მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო, პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება
შალვა კუჭაშვილი, რომელმაც მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო, პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება

შალვა კუჭაშვილი ამ წუთებში ვაკის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება. ორგანიზაციის „ნუ მომკლავ” დამფუძნებლის განმარტებით, ის გამომძიებელს ტელეფონში მუქარის შემცველ აუდიო მასალას გადასცემს, რომელიც ელისო კილაძის შვილისგან, დავით ხარშილაძისგან მიიღო.

არასრულწლოვანი მისი უსაფრთხო გადაადგილების გარანტიებს ითხოვს და სახალხო დამცველს, ბავშვთა არასამთავრობო ორგანიზაციებს და პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძეს მოუწოდებს, დაინტერესდნენ მასზე განხორციელებული მუქარის ფაქტით.

„ გამოძიება დღეს ჩემს მობილურ ტელეფონს შეამოწმებს  და ჩანაწერებს გადაიტანს დისკზე. ეს არის მუქარის შემცველი, უცენზურო ჩანაწერები. მე გავასაჯაროვე მხოლოდ ის, სადაც დაცული იყო ცენზურა.

მას შემდეგ, რაც გამოძიებას მივმართე,  ელისო კილაძის მხრიდან კვლავ ვრცელდება დენიზინფარმაცია. მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველჰყონ ჩემი უსაფრთხო გადაადგილება. მივმართავ სახალხო დამცველს და ბავშვთა ორგანიზაციებს, არასრულწლოვანზე ზეწოლის ფაქტზე შესაბამისი განცხადება გააკეთონ, ასევე მივმართავ სოფიო კილაძეს. გუშინ მივაწოდე ინფორმაცია უშუალოდ მუქარის ფაქტებზე, მაგრამ დაკითხვის ვადა ამოიწურა და დღეს გრძელდება.”,-განაცხადა შალვა კუჭაშვილმა და აღნიშნა, რომ  დაკითხვა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.