სამოქალაქო არეულობის საქმე - გამოკითხვა სასამართლოში

სამოქალაქო არეულობის მოწყობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, „კანვასის“ ქართული ორგანიზაციის ერთ-ერთმა წევრმა, ნინო გოგიბერიძემ სასამართლოში ჩვენება მისცა. მან უარი თქვა სუს-ში დაკითხვაზე და ჩვენების მიცემა სასამართლოა წინაშე მოითხოვა. მისი თქმით, ორგანიზაცია „კანვასს“ არაერთხელ ჩაუტარებია ტრენინგები საქართველოში, მათ შორის ხშირად ატარებს სხვა ქვეყნებშიც და საუბარი ეხება მხოლოდ პროტესტის არაძალადობრივ მეთოდიკას.