ფარული ფაილების საქმე - გამოკითხვა პროკურატურაში

ფარული ფაილების საქმეზე გამოძიება გრძელდება. საგამოძიებო ორგანოში დილიდან მედიის წარმომადგენლები მიდიან. ამ წუთებში შეკითხვებს ფორმულას კიდევ ერთი ჟურნალისტი უპასუხებს. ამავე ტელეკომპანიის წარმომადგენელი გამოიკითხა დილიდან. ვინ ვისი დავალებით ჩაიწერა და გაავრცელა მასალა, რომელიც შესაძლოა სასულიერო პირების პირად ცხოვრებას ასახავდეს. ამ კითხვების გარდა გამოძიებამ ასევე უნდა დაადგინოს, არის თუ არა აღნიშნული ფაილები ავთენტური.