ინგლისის ქალაქ სოლსბერიში პოლიცია ყოფილი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმეს იძიებს.
ორმაგი აგენტის მდგომარეობა უკვე ერთი კვირაა უკიდურესად მძიმეა. ბრიტანელი პოლიტიკოსების მხრიდან რუსეთის მისამართით ბრალდებები ისმის, მოსკოვი კი სკრიპალის საქმესთან კავშირის შესახებ ინფორმაციას პროპაგანდას უწოდებს.
რა ეტაპზეა გახმაურებული საქმის გამოძიება და რა საფრთხე ემუქრება სოლსბერის მოსახლეობას, ნახეთ ქეთი ჩოხელის რეპორტაჟში.