საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს 42 მილიონამდე დოლარს გამოუყოფს.
საქართველოში ვიზიტად მყოფი ფონდის მისიის ხელმძღვანელი, მერსედეს ვერა მარტინი მთავრობის მიერ განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ სტრუქტურული რეფორმების შედეგად საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის დაჩქარება.
ფონდის მისიამ საქართველოში ორკვირიანი მუშაობა დღეს დაასრულა.