სავალუტო ფონდის მისიის შემაჯამებელი ანგარიში

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა პროგრამის მეორე მიმოხილვა დაასრულა. ფონდის მისიის ფარგლებში, საქართველოს მაკროეკონომიკური პარამეტრები დადებითად შეფასდა. საფინანსო ორგანიზაციამ საქართველოს ეკონომიკური პროგნოზს გადახედა და 2023 წლისთვის 4-დან 5 პროცენტამდე გაზარდა. ამასთან, როგორც მისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, მიმდინარე წლის ბოლოსთვის ქვეყანაში ინფლაცია ეროვნული ბანკის მიზნობრივ, 3-პროცენტიან მაჩვენებელზე ქვემოთ იქნება. მეორე მიმოხილვის დასრულების შემდგომ, საქართველოს სავალუტო ფონდი დაახლოებით 40 მლნ დოლარს გამოუყოფს, რომელსაც პრევენციული ხასიათი ექნება და ქვეყანა მას აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს.