სავალუტო ფონდის პროგრამა - შეფასებები

სავალუტო ფონდის პროგრამის წლის ბოლომდე განახლებაზე საუბრობს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე.

გიორგი კაკაურიძის შეფასებით, პროგრამის დროებითი შეჩერების მიზეზია ეროვნულ ბანკთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, ბორდის ფუნქციონირების მიმართულება.

საკითხს შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის ნაწილის განცხადებით, პროგრამის განახლება შესაძლოა ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში მიღებულმა იმ გადაწყვეტილებებმა შეაფერხოს, რომელიც ოთარ ფარცხალაძეს უკავშირდება. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ოპოზიცია საკითხის პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოყენებას ცდილობს.