სავალუტო ფონდის მისიამ მუშაობა დაასრულა

სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში მუშაობა დაასრულა. მისიის მიზანი იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროგრამის (Stand-by Arrangement) პირველი მიმოხილვის შეჯამება. დღეს საქართველოს ეროვნულ ბანკში გამართულ ბრიფინგზე, მუშაობის შედეგები მისიის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ჯონიმ ეკონომიკურ გუნდთან ერთად მედიას გააცნო.

სავალუტო ფონდის განცხადებით, 2022 წელს უკრაინაში ომის უარყოფითი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდა. პანდემიიდან სწრაფი აღდგენის შემდეგ, საქართველოში იმატა ტურიზმიდან შემოსავლებმა, ომით გამოწვეულმა იმიგრაციამ და ფინანსური ნაკადების შემოდინებამ, ასევე საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობამ.