სავალუტო ფონდის ეკონომიკური მიმოხილვა

2023 წელს საქართველოს ეკონომიკა ოთხი პროცენტით გაიზრდება, ასეთია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი. 2024 წელს ხუთ პროცენტამდე მოიმატებს მაჩვენებელი. რაც შეეხება 2025-2028 წლებს, ეკონომიკური ზრდა 5.2 პროცენტს მიაღწევს.

ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ეკონომიკურ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის, საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა საშუალოვადიან პერიოდში. რაც შეეხება ინფლაციას, ფონდის პროგნოზით, 2023 წელს ინფლაცია საშუალოდ 5.9 პროცენტამდე შემცირდება და 2024 წლიდან დაუახლოვდება მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელს.