სავალუტო ფონდი საქართველოს 42 მლნ-მდე დოლარს გამოუყოფს

18:28, 29.10.2018

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს 42 მილიონამდე დოლარს გამოუყოფს.

საქართველოში ვიზიტად მყოფი ფონდის მისიის ხელმძღვანელი, მერსედეს ვერა მარტინი მთავრობის მიერ განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ სტრუქტურული რეფორმების შედეგად საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის დაჩქარება.

ფონდის მისიამ საქართველოში ორკვირიანი მუშაობა დღეს დაასრულა.

მსგავსი