მასშტაბური ცვლილებები თავდაცვის სფეროში.
სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის სისტემა გადაიხედა. რეფორმის შედეგად, წვევამდელები სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლიან. საუბარია ინტენსიური სამხედრო მომზადების ექვს, რვა და 11-თვიან პროგრამებზე, რომლის დასრულების შემდეგ პირს რიგითის წოდება მიენიჭება. თავდაცვის კოდექსში შესული ცვლილებების მთავარი მიზანი წვევამდელთა სისტემის გამართვა და უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე ძლიერი რეზერვის შექმნაა. 2025 წლის იანვრიდან ასამოქმედებელი რეფორმა წვევამდელებს და მოხალისეებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების არცერთ გზას არ დაუტოვებს. თავდაცვის კოდექსი სამხედროების სოციალური პირობების გაუმჯობესებასაც ითვალისწინებს. კოდექსში შესატან ცვლილებებს ოპოზიციის ნაწილი მხარს არ უჭერს.