ცვლილებები თავდაცვის კოდექსში

პლენარულ სხდომაზე დღეს პირველი მოსმენით იმსჯელებენ სტუდენტების გაწვევასთან დაკავშირებით „თავდაცვის კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე. ინიციატივის მიხედვით, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლება მხოლოდ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს ექნებათ, რომელთა სასწავლო პროგრამა სრულად დისტანციურად არ მიმდინარეობს.

იმ სტუდენტებს კი, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში დისტანციური პროგრამით სწავლობენ, თავდაცვის სამინისტრო მორგებული გრაფიკით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის რამდენიმე შესაძლებლობას სთავაზობს. ინიციატივა მთავრობას ეკუთვნის და პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. პროექტს ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერა არ ექნება.