საკომიტეტო მოსმენა

თავდაცვის ახალ კოდექსში ცვლილებები შედის. საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების წესს შეცვლის. ცვლილებები სტუდენტებსა და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეეხებათ. ამ საკითხთან დაკავშირებით ამ წუთებში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, გრიგოლ გიორგაძეს უსმენენ. დეპუტატები ამბობენ, რომ ცვლილებასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ.