თავდაცვის კოდექსის განხილვა პარლამენტში

თავდაცვის ახალი კოდექსის პროექტი პლენარულ სხდომაზეა გატანილი.

კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი უკვე რამდენიმე საათია პირველი მოსმენით განიხილავს. მთავარი სიახლეა ის, რომ წვევამდელები სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაივლიან, ახალი კანონი კი სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების სივრცეს აღარ დატოვებს. ცვლილებების პაკეტი სამხედროების სოციალური გარანტიების და პირობების გაუმჯობესებას, ასევე სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადის შემცირებასაც ითვალისწინებს. ცვლილებების მთავარი მოწინააღმდეგე „გირჩია“. დარბაზში იმყოფებიან სხვა ოპოზიციური პარტიებიც, რომლებსაც პროექტის მიმართ გარკვეული შენიშვნები და კითხვები აქვთ.