„თავდაცვის კოდექსის“ განხილვა პარლამენტში

სადავო ხდება თავდაცვის ახალი კოდექსი.

პარლამენტში საკომიტეტო განხილვები ხმაურით მიმდინარეობს. კოდექსის მიხედვით, სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაივლიან და გასწორდება ის საკანონმდებლო ხარვეზიც, რომელიც რელიგიური ორგანიზაციების წევრებს სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების შესაძლებლობას აძლევდა. ყველაზე მეტი პრეტენზია და შენიშვნა მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიმართ „გირჩს“ აქვს, რომელმაც თავის დროს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში დასახმარებლად რელიგიური ორგანიზაცია შექმნა. ახალი კოდექსი სამხედრო სამსახურის ახალ ვადებს ადგენს და კიდევ არაერთ ცვლილებას მოიცავს, მათ შორის სტუდენტებისთვის.