თავდაცვის კოდექსის განხილვა პარლამენტში

12:13, 22.03.2023

თავდაცვის ახალი კოდექსის პროექტის განხილვა პარლამენტში დღეს გაგრძელდება და პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე კენჭი ეყრება. ცვლილებები ძირითად რეფორმებს ითვალისწინებს. „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი ახლებურად დაარეგულირებს თავდაცვის სამინისტროს მოწყობის, საქმიანობისა და სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებს. მთავარი სიახლე ის არის, რომ წვევამდელები სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გაივლიან. ცვლილებების მთავარი მოწინააღმდეგე პარტია „გირჩია“. პროექტის მიმართ შენიშვნები სხვა ოპოზიციონერ დეპუტატებსაც აქვთ.

 

მსგავსი