კოვიდ-19 დაუდასტურდათ საჩხერეში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებსაც. ინფიცირებულია 24 მედიკოსი, რომელთაც ვირუსი გეგმიური ტესტირების შედეგად გამოუვლინდათ. თანამშრომლების ინფიცირების გამო, ამ დროისათვის სასწრაფოს ოთხი ჯგუფიდან მხოლოდ ერთი მუშაობს. ექიმები, რომლებიც ახლა კოვიდპაციენტები არიან, საცხოვრებელ სახლებში, ნაწილი კი, სასტუმრო-ჰოსპიტალში იმყოფება. შეგახსენებთ, რომ იმერეთი ერთ-ერთია იმ რეგიონებს შორის, სადაც ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. რეგიონში არსებულ კოვიდცენტრებში 1200-ზე მეტი ადამიანი მკურნალობს. 180 პაციენტია მოთავსებული საჩხერის სამედიცინო ცენტრში, აქედან 55 პირი მძიმედ არის და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.