სამედიცინო პერსონალის საპროტესტო აქცია

15:27, 04.07.2023

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები და მძღოლები პროფკავშირებთან ერთად აქციას მართავენ. მათი განცხადებით, გამოცდაზე პერსონალის ჩაჭრა მიზანმიმართულად ხდება. სასწრაფოს ყოფილი თანამშრომლები აღნიშნულ ფაქტს გასულ თვეებში, ხელფასების მატების მოთხოვნით, მათ მიერ გამართულ საპროტესტო აქციებს უკავშირებენ. აქციის მონაწილეები ითხოვენ გაუქმდეს ბრძანება, რომლის საფუძველზეც 63 ადამიანს ხელშეკრულება შეუწყდა.

მსგავსი